სრული კურსი

I კურსი:

მტევნის და ტერფის შესაბამისობის სტანდარტული სისტემები.

 

კურსი არის ბაზისური, ისწავლება მტევნის და ტერფის შესაბამისობის სტანდარტული სისტემები, ორგანოების და სხეულის ნაწილების პროექცია მტევნაზე და ტერფზე. დეტალურად განიხილება სამკურნალო წერტილების მოძებნის ტექნიკა და დამუშავება სხვადასხვა მეთოდებით: დიაგნოსტიკური ჯოხით, მასაჟორით, თითებით, აბზინდის სიგარით (მოქსოთერაპია), ვაზის ლერწამით, ხანგრძლივად მოქმედი აპლიკატორებით (მაგნიტით, მინერალებით), ნემსთერაპიით.

ძირითადი ყურადღება ენიჭება ტკივილის მოხსნას და ექსტრემალურ პირობებში დახმარების აღმოჩენას. ამ კურსში განიხილება მარცვალთერაპია (მარცვლებით მკურნალობა).

განიხილება მკურნალობა მწერის და მინის სისტემის გამოყენებით. ამ კურსის შესწავლა არ საჭიროებს სპეციალურ განათლებას.

 

II კურსი:

მერიდიანული სუ-ჯოკ ки თერაპია

 

ამ კურსში შეისწავლება სხეული მერიდიანული სისტემები. სუ-ჯოკ ки თერაპია არის მკურნალობის ობიექტური მეთოდი, რომელიც გამოიეყენება სხეულში გამავალი ენერგიის მიმართულების და რაოდენის დარეგულირებისთვის.

მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას სხეულის ენერგეტიკული სისტემის შესახებ, სამელემენტოვანი და 6 ენერგიის მიხედვით. წერტილების ტოპოგრაფიას და მათ კავშირებს სხეულის, ღრუ და პარენქემულ ორგანოებთან. მერიდიანებში ენერგიის სიჭარბის და დეფიციტის განსაზღვრას. სამკურნალო მეთოდების ათვისება, რომლის საშუალებითაც ხდება ენერგიის რაოდენობასა და ხარისხზე ზემოქმედება (ნემსთერაპია მაგნიტოთერაპია, მარცვალთერაპია, ფერით და სინათლით თერაპია).

დიდი ყურადღება ექცევა დიაგნოსტიკას კუნთოვანი მერიდიანების, სულიერი წერტილების, თითების მაგნიტური თვისებების გამოყენებით, აგრეთვე სიმპტონურ და რეგიონალურ დიაგნოსტიკას.

 

III კურსი

6 ენერგიის თეორია. ძირითადი ენერგიებით მკურნალობა

 

კურსში დეტალურად შეისწავლება 6 ენერგიის (ქარი, სითბო, სიცხე, სინოტივე, სიხმელე და სიცივე) ფიზიოლოგიური და პათოლოგიური გამოვლინებები. 6 ენერგიით მკურნალობისა და დიაგნოსტიკის საფუძვლები. განიხილება გაერთიანებული და ინდივიდუალური ენერგიები (დიაგნოსტიკა, მკურნალობა). დომინირებული ენერგიების დიაგნოსტიკა: ადამიანების ტიპოლოგიური დახასიათება გარეგანი შეხედულებით, ფსიქოემოციური მდგომარეობით.

შინაგანი ჩაკრების დახასიათება, ენერგიების გარემოსთან გაცვლის პრინციპები, ჩაკრების პროექციები ხელის მტევანზე და ტერფზე. 6 ки წერტილები ტოპოგრაფია თითების და მტევნის ბელ-ჩაკრებზე. შეისწავლება სხეული მერიდიანული სისტემა, ძირითადი 6 ки წერტილების ტოპოგრაფია ბელ-მერიდიანებზე, სპირალური ნაკადის მიმართულება, რომელიც მიედინება 6 ენერგიის ძირითად წერტილებში.

შეისწავლება სიმეტრიული ღერძული ენერგეტიკული 6 ელემენტის კონსტიტუციები.

განვიხილავთ კლინიკურ შემთხვევებს.

მკურნალობას ბელ-ჩაკრებსა და ბელ-მერიდიანებზე კონსტიტუციის გათვალისწინებით.

ყურადღება ექცევა ცნობიერების დონეზე  მკურნალობას.

Comments are closed.