რვა საწყისი, რომელიც აღწერა პაკ ჩჟე ვუმ, როგორც ყველა სულიერის, მათ შორის სამყაროს ენერგიების წარმოქმნის პირველადი მიზეზი, შემდეგი სახელწოდებით არის ცნობილი: МА, ЛА, ХА, А, АМ, САМ, ОМ და УМ.
სამყაროში არსებული ობიექტების და მოვლენების რვაელემენტოვანი კლასიფიკაცია – უწვრილესი ფიზიკური ნაწილაკებიდან დაწყებული სოციუმით დამთავრებული, სივრცით და დროით დაწყებული უჯრედის სტრუქტურით და შინაგანი ორგანოებით დამთავრებული აღწერილია პაკ ჩჟე ვუს მიერ შედგენილ სქემაში 8 ელემენტის შესახებ. ეს სქემა შეიცავს ბევრ საინტერესო ინფორმაციას ამ პრინციპის უნივერსალურობის შესახებ.
8 საწყისის თეორია დეტალურად ხსნის იერარქიულ ურთიერთდამოკიდებულებებს, რომელიც არსებობს სხვადასხვა სისტემის ფუნქციონალურ და მაკონტროლებელ ელემენტებს შორის. გამოყოფენ ფიზიკური და სულიერი დონეების მაკონტროლებელ ელემენტებს. ფიზიკურ დონეზე კონტროლს ახორციელებს სიცივის და სიცხის ენერგია, ხოლო სულიერ დონეზე სინათლის და სიბნელის ენერგია. ქარი, სითბო, სინოტივე, სიხმელე და სიცივე ასრულებს ფუნქციონალური ელემენტების როლს. ფიზიკურ დონეზე სულიერი ელემენტების მაკონტროლებელი ანატომიური ერთეულია თავი და კუდუსუნი (ვერტიკალური ღერძის თავი და კაუდალური პოლუსი), კბილებს შორის – პირველი და მერვე კბილი. ენდოკრინულ სისტემაში – ჰიპოთალამუსი და ეპიფიზი. მოლეკულაში – დნმ-ის დედის და შვილის ჯაჭვი, გრძნობათა ორგანოებში – ინტუიცია და ინსტინქტი, ემოციებში – სიყვარული და სიმშვიდე.
სულიერი დონის მაკონტროლებელი ენერგია ცირკულირებს საკუთარ ენერგეტიკულ არხებში, რომელიც მდებარეობს ადამიანის სხეულში და ეწოდება ალმასური ენერგეტიკული სისტემა – მზის ალმასი.
ალმასურ ენერგეტიკულ სისტემას აქვს ორმაგი პირამიდის ან ოქტაედრის ფორმა, რომელიც არის საწყისი, ანუ ადამიანის სხეულის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ყველაზე ფუნდამენტური ნაწილი. იგი მიეკუთვნება No ნეიტო კატეგორიას. სინათლის ენერგია მიედინება ზედაპირულად განლაგებულ სასაზღვრო მერიდიანებში, რომლებიც წარმოადგენენ ალმასის გვერდებს. სიბნელის (უკუნეთი) ენერგია მიედინება შუაგულის მერიდიანებში. ისინი არიან ღრმა ენერგეტიკული არხები, რომლებიც ასრულებენ ღერძების როლს. (ვერტიკალური, საგიტალური, ფრონტალური). გვერდითი და შუაგულის მერიდიანების გადაკვეთაზე მდებარეობს გარეთა ჩაკრები. იგივე ენერგეტიკული კარი (ჭიშკარი). ოქტაედრის ცენტრში ვერტიკალური. საგიტალური და ფრონტალური ღერძების გადაკვეთაზე მდებარეობს მზის ჩაკრა, რომელიც მდებარეობს სულიერი ენერგიების ყველაზე მაღალ დონეზე. ალმასური ენერგეტიკული სისტემა მდებარეობს არა მარტო სხეულის ცენტრალურ ნაწილში (ტორსი), არამედ მის კიდურებში, თავში, შინაგან ორგანოებში. ეს არის მრავალდონიანი, მრავალშრიანი ენერგეტიკული არხები, რომელთა საშუალებით სულიერი ენერგია აღწევს თითოეულ უჯრედამდე. თუ გამოვიყენებთ საბაზისო ცოდნის ალმასური ენერგეტიკული სისტემის და მისი ევოლუციის შესახებ, შეგვიძლია ავხსნათ ადამიანის სხეულის განსაკუთრებული (თავისებური) ფორმა.
მარტივი ტოპოგრაფიული მიდგომით შეგვიძლია სხეულის ალმასურ ენერგეტიკულ სისტემაში დარღვევის დიაგნოსტირება და სხვადასხვა ქრონიკული და მწვავე დაავადებების ეფექტური მკურნალობა. ვინაიდან ალმასური სისტემა ეს არის საწყისი, საიდანაც წარმოიქმნა მერიდიანები, ჩაკრები და ზონალური (სპირალური) ქსელი, მისი გამოყენებით შეგვიძლია უფრო ძლიერი და სტაბილური ზემოქმედება მთელი სხეულის ენერგეტიკულ სისტემაზე. სამკურნალო ზემოქმედება ხდება ნემსის ჩხვლეტით, სინათლით, ფერებით, მაგნიტებით, ბუნებრივი და ხელოვნური აპლიკატორებით.