ფიზიკურ სხეულში დაავადება ვითარდება მერიდიანებში, ჩაკრებში, ზონალურ (სპირალურ) ენერგეტიკულ სისტემებში მდებარე ენერგეტიკულ არხებში ენერგიის ნაკადის რაოდენობის შეცვლით. როდესაც ენერგია ჭარბია, ხდება შეგუბება და წარმოიქმნება პირობები მწვავე ანთებითი პროცესებისთვის და ვითარდება ორგანოს და ორგანოთა სისტემების ფუნქციის მომატება. ენერგიის დეფიციტი აქვეითებს მეტაბოლიზმის პროცესებს, იწვევს ორგანოების, ორგანოთა სისტემების ფუნქციის დაქვეითებას, რასაც მივყავართ ქრონიკული დაავადებების განვითარებისკენ.
ენერგიის ნაკადის ნორმალიზაცია შეიძლება მოვახდინოთ მაგნიტების საშუალებით – აპლიკაციით. თუ მაგნიტური ველის ვექტორი ემთხვევა ენერგიის მიმართულებას, ხდება ენერგიის სტიმულაცია, ხოლო თუ ვექტორის მიმართულება ენერგიის მიმართულების საწინააღმდეგოა ხდება ენერგიის ნაკადის დამუხრუჭება. მაგნიტის გარდა გამოიყენება სხვადასხვა ბუნებრივი და ხელოვნური აპლიკატორები, რომლებსაც შეუძლიათ ენერგეტიკული ნაკადის შეცვლა. შეგვიძლია გამოვიყენოთ საკუთარი თითებიც.
მეთოდს ახასიათებს ძალიან სწრაფი სამკურნალო ეფექტის მიღება. სწორი გამოყენების შემთხვევაში გვერდით მოვლენებს ადგილი არ აქვს, გამოირჩევა აბსოლუტური უმტკივნეულობით და მაღალი ეკონომიურობით. ყოველივე ზემოთთქმული განსაკუთრებით ეფექტურია ტკივილის სინდრომის მოსახსნელად.
ამ მეთოდის შესწავლა რეკომენდირებულია მოსახლეობის ფართო ფენებისთვის. სხეულის ენერგეტიკული სისტემის აგებულების და ფუნქციონირების ცოდნა ცვლის ადამიანის ცნობიერებას და გადაჰყავს იგი უფრო ახალ დონეზე. ყველა ადამიანს შეუძლია გაიგოს ამ მკურნალობის მარტივი პრინციპები და აქტიურად გამოიყენოს ნებისმიერ სიტუაციაში თვითმკურნალობისა და ურთიერთდახმარების მიზნით.