ტვისტ თერაპიის არსი მდგომარეობს სწორად შერჩეულ გრეხვით (სპირალურ) მოძრაობაში, რომელიც აღადგენს ბუნებრივი ენერგიის ნაკადს ორგანიზმში, რომლის ბლოკირებით ან დარღვევით ვითარდება დაავადება. მეთოდი გამოიყენება, როგორც ტკივილის მოხსნისას (მაგ. ტრავმა), აგრეთვე ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. გამოიყენება ემოციური დარღვევების დროს, როგორიცაა სტრესი, ღელვა, შიში, სევდა. ამ დროს გამოიყენება გულ-მკერდის და კისრის სპირალური მოძრაობები, რის შემდეგაც იხსნება დაღლილობა და დაძაბულობა.
ტვისტ თერაპიას საფუძვლად უდევს სამელემენტოვანი თეორია. იგი აღწერს ოთხი ძალის (ნეიტო, ჰომო, ჰეტერო, ნეიტრო) ურთიერთდამოკიდებულებას. თითოეულ ძალას შეესაბამება გარკვეული სახის მოძრაობა. დაავადება წარმოიქმნება , როცა ნეიტრო ძალა სუსტია, რის გამოც ან ჰეტერო ძალა მატულობს ან ჰომო, შესაბამისად საწინააღმდეგო ძალა კლებულობს. ტვისტის საშუალებით ვააქტიურებთ სპირალური სისტემის გარკვეულ უბანს, სადაც ხდება ნეიტრო ენერგიის გაძლიერება.
ტვისტ თერაპიის უპირატესობაა მარტივი მოძრაობა და მყისიერი ეფექტი. მეთოდი უსაფრთხოა, არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, არ საჭიროებს დიდ ფინანსებს და დროს. იგი არის დამოუკიდებელი მეთოდი დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.
მტევნის, ტერფის და თავის სპირალური მოძრაობები ეფექტურია მწოლიარე პაციენტებისთვის, მათთვის ვინც საჭიროებს რეაბილიტაციას.
ტვისტის გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ: მოძრაობები უნდა იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო და კომფორტული, დახრის ამპლიტუდა უნდა გაიზარდოს თანდათან, ორიენტირი უნდა იყოს ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობები.