ღიმილის მედიტაცია – პროფესორ პაკის მიერ შემუშავებული უნიკალური სისტემა გვეხმარება ცნობიერების განახლებაში, რომელიც საშუალებას გვაძლევს ადამიანის გონებრივი „ზრდა“ შევუსაბამოთ მოთხოვნილებებს, ცხოვრების პირობებს და სოციალურ სტატუსს.
რა გვაწუხებს? როგორ ხდება ფსიქოსომატური დაავადებების მექანიზმის გამყარება ორგანიზმში? რატომ ემორჩილება სხეული გონების არაჰარმონიულ ბრძანებებს? რატომ ხდება გონება არაჰარმონიული? როგორ იკარგება ჯანმრთელობა? როგორ დავიბრუნოთ იგი გონების ძალით? რატომ იკარგება ღიმილი და სად არის მისი წყარო? როდის წარმოიქმნება ღიმილი, რაშია მისი ფუნდამენტალური მნიშვნელობა?
ამ კითხვებზე პასუხი პროფესორმა იპოვა სამელემენტოვან თეორიაში, ხოლო ძალების ტრანსფორმაციის წყარო – ღიმილში. მედიპაცია არის უნარი ობიექტური შეხედულებებისა არსებითზე. ღიმილის მედიტაცია, დაფუძნებული სამელემენტოვან პრინციპზე, ეხმარება გონებას უხელმძღვანელოს სხეულს სულიერი და ფიზიკური ძალების გაერთიანების საშუალებით. ღიმილის მედიტაციის პრაქტიკა საშუალებას იძლევა აღადგინოს დაკარგული და წარმოქმნას ახალი კავშირები ნერვულ სისტემაში და მოაწესრიგოს ფსიქიკის სფერო.
მედიტაციის დროს ღიმილის ენერგია აღწევს თითოეული უჯრედის გონებამდე, რთავს თვითაღდგენის მექანიზმებს, იცვლება ადამიანის არა მარტო ფიზიკური მდგომარეობა, არამედ მისი ცხოვრება – ოჯახში, სოციუმში.
ღიმილის მედიტაციის პრაქტიკა მრავალფეროვანია. იგი ცვლის ადამიანს, რომელიც ხდება უფრო ახალგაზრდა და ლამაზი, ადვილას აგვარებს თავის პრობლემებს.