სუჯოკ თერაპია ექსტრემალურ სიტუაციებში

       თანამედროვე მედიცინა ფლობს მოსახლეობისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის ეფექტიან საშუალებებს. ამ ეფექტიანობის მთავარი პირობაა მაღალკვალიფიციური ექიმების მიერ სამკურნალო პრეპატარებისა და ინსტრუმენტების გამოყენება. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ ავადმყოფობა დაემთხვევა ღამეს, ან ისეთ სიტუაციას, როცა არ არის ახლო ექიმი, ან მისი დახმარებისთვის საჭიროა დიდი მანძილის დაფარვა, ავადმყოფს უწევს ძლიერი ტკივილის ატანა, ვიდრე ექიმი მოვიდოდეს. სუ-ჯოკ თერაპიის ეფექტიანი და შესასრულებლად ადვილი მეთოდი სწრაფად მოგიხსნით ტკივილს და საშუალებას მოგცემთ წამლების მიღებისა და ორგანიზმისთვის გვერდითი მოვლენების გარეშე ვუმკურნალოთ მთელ რიგ დაავადებებს.

       გთავაზობთ სქემას, თუ როგორ არის განლაგებული ხელის მტევანზე და ტერფზე ადამიანის სხეულის ნაწილები და სხვადასხვა ორგანოები მოცემულ სისტემაში.

       ხელის მტევანი და ტერფი მექანიკურად ან სხვა ტიპის გამაღიზიანებლებით სტიმულირდება სიარულის ან სხვა ნებისმიერი მოძრაობის შესრულებისას. ამ დროს ხდება ადამიანის ორგანიზმის თვითმკურნალობა. თუ ჩვენ გვეცოდინება ორგანოების ან სხეულის ნაწილების განლაგება ხელის მტევანზე და ტერფზე და მოვახდენთ მათს მიზანმიმართულ სტიმულირებას, შედეგად მივიღებთ უფრო ძლიერ ეფექტს.

       ხელის მტევანზე ან ფეხის ტერფზე სტიმულირების დროს ვიყენებთ სხვადასხვა საშულებებს. ერთ-ერთი გახლავთ სადიაგნოსტიკო ხელსაწყო „ე.წ. შუპი“. ან მის ნაცვლად შეიძლება გამოვიყენოთ მრგვალთავიანი საგანი (ხის ჩხირი, მეტალის ჩხირი, ასანთის ღერიც კი) თავები საჭიროა წერტილების სტიმულირებისათვის სხვადასხვა სისტემაში. ჯოხის თანაბარი დაჭერით, ვეძებთ შესაბამის წერტილს. მისი მიგნების შემთხვევაში ვგრძნობთ ტკივილს, რომელიც განსხვავდება სხვა წერტილის მტკივნელობისაგან. სამკურნალო წერტილის მოძებნის შემდეგ ვამასაჟებთ მას დიაგნოსტიკური ჯოხით წრიული მოძრაობით საათის ისრის ან საწინააღმდეგო მიმართულებით.

     სამკურნალო წერტილის მასაჟი უნდა გავაგრძელოთ ტკივილის მოხსნამდე ან მოცემულ წერტილში სითბოს შეგრძნებამდე დამასაჟების დროს ერთჯერადი დამასაჟება საკმარისი არ არის. მტკივნეული წერტილები უნდა დავამასაჟოთ 3-5 წუთის განმავლობაში 3-4-საათის ინტერვალით მდგომარეობის საბოლოოდ გამოსწორებამდე.

გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს სხვადასხვა სიმპტომის მოსახსნელად.

თავისტკივილი   –   ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია. იგი შეიძლება წარმოიშვას ბევრი განსხვავებული მიზეზის გამო. ამიტომ ექიმს უჭირს დიაგნოსტირება

პირველ  რიგში უნდა განისაზღვროს ტკივილის ზონა მაგ. თუ ტკივილი არის კეფის არეში წერტილი მდებარეობს თითის უკანა ზედაპირზე (ფრჩხილის მხარეს დისტალურ ფალანგზე)(სურ 1.).

gv46gv43

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თუ ტკივილი წარმოიქმნა შუბლის არეში ვასტიმულირებთ თითის წვერებზე განლაგებულ წერტილებს (სურ. 2).

თავის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს შინაგანი ორგანოების პრობლემებით.ამიტომ ტკივილის მოხსნის დროს უნდა დავამუშაოთ არა მარტო თავის შესაბამისობა არამედ შინაგანი ორგანოების შესაბამისობაც. მაგ. შუბლის არეში ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭთან , უნდა დავამუშაოთ კუჭის შესაბამისობა. (სურ. 3) საფეთქლის არეში ტკივილი– ნაღვლის ბუშტთან. კეფის ტკივილი შარდის ბუშტთან.   თუ თავის ტკივილი არც ისეთი ძლიერია შეგვიძლია სამასაჟე რგოლით ან დიაგნოსტიკური ჯოხით 5-10 წუთის განმავლბაში   დავამუშაოთ ყველა თითის ფალანგი. თუ ტკივილი ბოლომდე არ გაივლის მტკივნეულ წერტილებზე ლეიკოპლასტირით დავაკრათ ზედაპირული სტიმულატორები მაგ. მარცვლები , მძივები 6-8 საათის განმავლობაში.

gv45

ჰიპერტონული კრიზი

ჰიპერტონული კრიზი — არტერიული წნევის სწრაფი აწევა. ხშირ შემთხვევაში მიმდინარეობს უეცრად. მიზეზი შეიძლება იყოს არა მარტო ჰიპერტონული დაავადება,არამედ თირკმლის დაავადებები, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. კრიზის განვითარებას ხელს უწყობს უარყოფითი ემოციები, ნერვული გადაძაბვა, ატმოსფერული წნევის ცვალებადობა, კრიზი შეიძლება იყოს სხვადასხვა ხანგრძლივობის– რამოდენიმე საათიდან რამოდენიმე დღემდე. ჰიპერტონულ კრიზს თან ახლავს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიცხის შეგრძნება, ოფლიანობა, გულის აჩქარება, მჩხვლეტავი ტკივილი გულის არეში, მხედველობის დაბინდვა, ღებინება, გულისრევა,ავადმყოფი აგზნებულია, შეშინებული, ამ დროს აუცილებელია გამოვიძახოთ ექიმი,დავამშვიდოთ პაციენტი, მოვათავსოთ მოხერხებულად. ერთ-ერთი მეთოდი რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ პაციენტის მდგომარეობიდან გამოსაყვანად, არის სისხლის გამოშვება, რისთვისაც ვიყენებთ ერთჯერად სკარიფიკატორებს (სურ. 4)sur311

თუ პაციენტს შეუძლია თავის ტკივილის ლოკალიზაციის განსაზღვრა (საფეთქლის არე, კეფის არე, წარბების ზემოთ). დიაგნოსტიკური ჯოხის საშუალებით ვეძებთ მტკივნეულ წერტილებს ხელის მტევანზე და ფეხის ტერფზე, დიდი თითის დისტალური ფალანგის პროექციაზე, ვამუშავებთ სპირტით,და სკარიფიკატორით ჩავჩხვლეტთ 4-5 მტკივნეულ წერტილს. სურ. 83 მაღალი წნევის დროს სისხლმა შეიძლება ფანტანივით გამოასხას, სისხლდენა შეიძლება გაგრძელდეს 1-3 წუთი. ეს მანიპულაცია წნევას 20-50 ერთეულით დაწევს. თუ პაციენტი მძიმეა, მეტყველების დარღვევა შევამჩნიეთარ დავკარგოთ დრო მტკივნეული წერტილების მოსაძებნად, სისხლის გამოშვება მოვახდინოთ ყველა თითის წვერზე მდებარე (ში-სუან) წერტილიდან (სურ. 5)

შეგვიძლია მოვიქცეთ ასეც: წვრილი რეზინი მოვუჭიროთ დისტალურ ფალანგზე, (თავის შესაბამისი უბანი) გავაჩეროთ 2-3 წუთი და შემდეგ სწრაფად მოვხსნათ (სურ. 6) რის შემდეგაც თავის ტკივილი შესუსტდება და წნევა დაიკლებს. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მტკივნეულ წერტილებზე ქაღალდის ლეიკოპლასტირით ვამაგრებ ზედაპირულ სტიმულატორებს– მარცვლებს.(ხორბალს; წიწიბურას). მარცვლები მაგრდება 24საათის განმავლობაში. პროცედურის გამეორება შეიძლება მდგომარეობის შესაბამისად. სასურველია ჩატარდეს 10დღიანი კურსი.

კარგ ეფექტს იძლევა მდოგვის საფენები წვივის შესაბამისობაში (სურ. 7) თუ არტერიულ წნევას თან ახლავს გულის ტკივილი, გულის რითმის დარღვევა, ძილიანობა,  ამ დროს უნდა დავამუშაოთ თავის, გულის, და ფილტვების შესაბამისობის მტკივნეული წერტილები.sur89

მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ უნდა ვუმკურნალოთ ძირითად დაავადებას, რომელმაც გამოიწვია კრიზი. მკურნალობისთვის მოგვმართეთ სუ-ჯოკ თერაპიის კაბინეტში.

გულის რითმის დარღვევა

გულის რითმის დარღვევა – არითმია ხშირად საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, ვინაიდან იგი იწვევს სისხლისმიმოქცევის დარღვევას. გულის რითმის დარღვევის ხასიათი ზუსტად შეიძლება დადგინდეს ელექტროკარდიოგრაფიით, რომელსაც ატარებს ექიმი. ჩვენ შემთხვევაში გულის რითმს ვიკვლევთ სხივის არტერიაზე პულსის გასინჯვით. გულის შეკუმშვის სიხშირის მატება(90-ზე მეტი წუთში–ტაქიკარდია) პაციენტის მიერ აღიქმება, როგორც, გულისცემა. რომელიც იწვევს დისკომფორტს გულმკერდის არეში, შეხუთვის შეგრძნებას, რომელსაც თან ახლავს ტკივილი მკედის უკან, ამ დროს ადამიანს უნდა აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება, პირველრიგში პაციენტი უნდა დავამშვიდოთ, შემდეგ სტანდარტულ სიტემაში გულის შესაბამის უბანზე ვაწარმოებთ მასაჟს, დიდი თითის დაჭერით წყვეტილი მოძარობით – 60 დაჭერა წუთში, თითქოს გულის შეკუმშვას ნორმალურ რითმში ვაყენებთ. შეგვიძლია დიაგნოტიკური ჯოხის საშუალებით წრიული მოძრაობით საათის ისრის საწინაააღმდეგო მიმართულებით მოვახდინოთ გულის შესაბამისი უბნის დამუშავებბა, (სურ. 8) შემდეგ შესაბამის უბანზე ვამაგრებთ მარცვლებს (ლობი, წიჭიბურა ან წითელი ძახვილი), ლეიკოპლასტირის საშუალებით.

sur74

     პულის გაიშვიათების (წუთში 50ზე ნაკლები დარტყმა) – ბრადიკარდიის დროს პაციენტს აღენიშნება თაბრუსხვევა თვალებში დანელება სისუსტე შესაძლებელია მცირედი დროით გონების დაბინდვა. ამ შემთხვევაში სტანდარტულ სისტემაში, გულის შესაბამისობის უბნის მასაჟი უნდა ვაწარმოოთ 80-90 დაჭერა წუთში. ხოლო დიაგნოსტიკური ჯოხით მოვახდინოთ წრიული მოძრაობით საათის ისრის მიამრთულებით ენერგიული მასაჟი. ამ შემთხევაში კარგ ეფექტს იძლევა გათბობა გულის შესაბამისი წერტილების ვაზის ლერწამით, (სურ. 9). შეგვიძლია დავკრათ მარცვლები (მაგ. ხორბალი) 24 საათის განმავლობაში.sur76

       ეს მეთოდები პაციენტმა შეიძლება გამოიყენოს დამოუკიდებლად გართულებების პროფილაკტიკისთვის.

აუცილებელია პაციენტმა ჩაიტაროს გამოკვლევები სერიოზული დაავადებების თავიდან ასაცილებლად. დიაგნოზის შემდეგ მკურნალობისათვის მოგვმართეთ სუ-ჯოკ თერაპიის კაბინეტში.

Comments are closed.